მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართულ ღვინოს დღეს აქვს შანსი, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში არ ჰქონია" - მეღვინე

6384b7b8c8663
ლიკა მეგუთნიშვილი
28.11.22 20:50
855
„ქართულ ღვინოს დღეს აქვს შანსი, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში არ ჰქონია" - ამის შესახებ BMG-სთან ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა, შალვა ქურდაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნა ქვევრის ღვინოზეა, ეს შესაძლებლობა კი საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს და მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავოს, რაც მისი მოსაზრებით, ღვინის მაღალი ხარისხით მიიღწევა. 

„მსოფლიო ბაზარზე ქარვისფერი და ქვევრის ღვინოებია მოთხოვნადი. დღეს დადგა დრო, როდესაც ქართული ღვინო აინტერესებთ. რაღაც პერიოდის შემდეგ ქართული ღვინო დაიკავებს თავის ნიშას, მაგრამ ისეთი მოთხოვნა, როგორიც ახლაა - აღარ იქნება. ეს შანსი თუ ხელიდან გავუშვით, მეორედ აღარ დაბრუნდება.

მსგავსი კატეგორიის ღვინოები, არ აქვს მნიშვნელობა ქვევრის ღვინო იქნება თუ სხვა, არასდროს იწარმოება დიდი ტირაჟით. იგივე საფრანგეთის მაგალითი რომ ავიღოთ, ფრანგული ღვინის დიდებას სწორედ საშუალო და მცირე მეწარმეები წარმოადგენენ. ძნელია მცირე მარანი ისეთ წარმოებას დაარქვა, როგორიცაა საფრანგეთში Domaine Romanée Conti. 4.5 ჰექტარი აქვს სულ, მაგრამ მისი ღირებულება მთელი კახეთის ვენახების რაოდენობაზე მეტია. ეს არის ხელნაკეთი ღვინოები, რომლის მცირე რაოდენობით დამზადებაც გაცილებით დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, ვიდრე დიდი რაოდენობით ინდუსტრიული ღვინის წარმოება. ასეთი ღვინო გაცილებით დიდ ყურადღებას და ცოდნას მოითხოვს, თუმცა ასეთი ღვინოები ყველგან დაფასებულია.

მაგალითად, ჩვენს ღვინოს არ ჭირდება არც ერთ დიდ სუპერმარკეტსა თუ რესტორანში შესვლისთვის თანხის გადახდა, როგორც ეს ინდუსტრიული ღვინოების შემთხვევაში ხდება. აი, ესაა განსხვავება ინდუსტრიულ და საავტორო ღვინოებს შორის“, - განაცხადა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა, შალვა ქურდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები