მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების 17.2% უცხოელები არიან - 2023/2024 სასწავლო წლის სტატისტიკა

უნივერსიტეტი

უმაღლეს სასწავლებლებში 2023/2024 სასწავლო წლისთვის სტუდენტთა რიცხოვნობა 10.2%-ით 177.8 ათას სტუდენტამდე გაიზარდა, აქედან 17.2% უცხოელი სტუდენტია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2023/2024 სასწავლო წლების სტატისტიკის მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით ორი მესამედი ქალაქ თბილისშია. 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 54.3 ათასი სტუდენტი მიიღეს, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 32.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 21.9 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 8.4%-ით.

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2%-ით მეტია. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფრო მეტი სტუდენტი სწავლობს, ვიდრე კერძოებში. შესაბამისად წილობრივი გადანაწილება ასეთია სახელმწიფო უნივერსიტეტები - 59.1%, კერძო - 40.9%. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 51.2% ქალია, ხოლო 48.8% - კაცი.

მიმდინარე სასწავლო წლისთვის, საქართველოში მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, 22.5%-ით 30.7 ათასამდე გაიზარდა.

ამასთან, 2023 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 26.3 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1%-ით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 60.1% ქალი, ხოლო 39.9% კაცია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 1.7-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.

აღსანიშნია, ისიც რომ 2023/2024 სასწავლო წლისთვის, გაზრდილია უმაღლესებში დასაქმებული პროფესორმასწავლებლების რაოდენობაც, რაც 11.2 ათასს შეადგენს, ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები