მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ უნივერსიტეტებში 11 200 პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული - საქსტატი

უნივერსიტეტები

საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11.2 ათასი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2023/2024 სასწავლო წლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკის მიხედვით, უნივერსიტეტებში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა 5.9%-ითაა გაზრდილი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით ორი მესამედი კი ქალაქ თბილისშია.

მიმდინარე სასწავლო წელს უნივერსიტეტებში 177.8 ათასი სტუდენტი ირიცხება, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2%-ით მეტია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები