მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკები ზარალზე არიან - 2020 წლის I ნახევრის რეიტინგი

5f55f9ea60a19
შოთა ტყეშელაშვილი
07.09.20 13:20
23794
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 486 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ხდება ცნობილი. ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგების დარეზერვება გახდა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი მოცულობის წმინდა ზარალი “საქართველოს ბანკს” აქვს და ის 157.2 მილიონ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა “თიბისი ბანკი”, რომლის ზარალიც 156.4 მილიონი ლარი იყო. ფინანსური შედეგებიდან ირკვევა, რომ 15 კომერციული ბანკიდან 14 ბანკი ზარალზეა. ერთადერთი ბანკი, რომელმაც 2020 წლის პირველი 6 თვე ზარალის ნაცვლად მოგებით დაასრულა "სილქ როუდ ბანკი იყო".

წმინდა მოგება/ზარალის მიხედვით ქართული ბანკების რეიტინგი:

1) საქართველოს ბანკი -157.2 მილიონი ლარის ზარალი;



2) თიბისი ბანკი -156.4 მილიონი ლარის ზარალი;



3) ქართუ ბანკი -26.9 მილიონი ლარის ზარალი;



4) ვითიბი ბანკი -26.1 მილიონი ლარის ზარალი;



5) ლიბერთი ბანკი -20.4 მილიონი ლარის ზარალი;



6) ტერაბანკი -19.6 მილიონი ლარის ზარალი;



7) ხალიკ ბანკი -19.2 მილიონი ლარის ზარალი;



8) პაშა ბანკი საქართველო -16.7 მილიონი ლარის ზარალი;



9) ბაზისბანკი -12.9 მილიონი ლარის ზარალი;



10) პროკრედიტ ბანკი -11.6 მილიონი ლარის ზარალი;


11) კრედო ბანკი -4.7 ლარის ზარალი;



12) ფინკა ბანკი -3.3 მილიონი ლარის ზარალი;



13) იშ ბანკი -1.7 ლარის ზარალი;



14) ზირაათ ბანკი საქართველო - 0.2 მილიონი ლარის ზარალი;


15) სილქ როუდ ბანკი 0.25 მილიონი ლარის ლარის მოგება.



აღნიშნული რიცხვები წარმოდგენილია 2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები