მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების აქტივებმა 88 მილიარდ ლარს მიაღწია

ბანკები

ქართული კომერციული ბანკების აქტივების ზომამ 88.4 მილიარდ ლარს მიაღწია, - ამის შესახებ 17 ბანკის მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ინფორმაციიდან ირკვევა.

ფინანსური ანგარიშების თანახმად, ქართული ბანკების აქტივების ზომა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.3 მილიარდი ლარით, ანუ 22.5%-ით გაიზარდა. აქტივების ზრდაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ბანკების წმინდა სესხების მატებამ, რამაც 57.8 მილიარდ ლარს მიაღწია (წლიური ზრდა 21%), დეპოზიტების პორტფელი კი წლიურად 16%-ით გაიზარდა და 56 მილიარდი ლარი შეადგინა. 72%-ით გაიზარდა თავად ბანკების მიერ ნასესხები კაპიტალის მოცულობა და ის ამჟამად 15.3 მილიარდ ლარს შეადგენს. სტატისტიკის თანახმად, 56%-ით გაიზარდა ბანკების დაბანდებები ფასიან ქაღალდებში, რამაც 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით 13.2 მილიარდი ლარი შეადგინა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები წელს 22%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საბანკო სექტორის საკუთარ კაპიტალს, ის 13 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები