საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2026 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 78.46 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 320.41 მილიონი ლარით (0.41%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.65% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 16.73% შეადგინა.
ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 632.96 მლნ ლარით (1.38%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 312.55 მლნ ლარით (0.96%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.38%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის ოქტომბრის ბოლოს ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.54 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით - 1.93%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 22.14 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით - 0.92%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.36 %-ით ნაკლები).
2026 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.23%-ით, ანუ 513.35 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა. ოქტომბრის ბოლოსათვის მან 42.39 მილიარდი ლარი შეადგინა.
2026 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 59.11%-ს გაუტოლდა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, იგი 0.57 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.42 პროცენტული პუნქტით) გაიზარდა.
























