მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელი 57 მილიარდი ლარია - ივლისის სტატისტიკა

ბანკები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 202.32 მლნ ლარით (0.35%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და ივლისის ბოლოს 57.14 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის თანაახმად, ივლისში ქართული ბანკების სესხებში ეროვნული ვალუტის წილი 0.93 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 55.76% შეადგინა.

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 9.37 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.12%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.18 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.27%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.51%-ით მეტი).

2024 წლის ივლისის განმავლობაში 0.77%-ით, ანუ 227.90 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 29.74 მლრდ ლარი შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები