საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელი ინვესტორებისთვის კვლავ უსაფრთხო და პროგნოზირებად მიმართულებად რჩება, - ასე აფასებს კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია გელაშვილი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენას.
როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის მიუხედავად, უცხოელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ სტაბილურად შენარჩუნებულია.
მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთის ბაზრიდან მოთხოვნის ამ ეტაპზე არ ფიქსირდება, თუმცა არსებული ვითარება კიდევ უფრო ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც უსაფრთხო საინვესტიციო მიმართულების პოზიციას.
"ზოგადად უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინტერესი სტაბილურად შენარჩუნებულია. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ბაზარს, ამ ეტაპზე ვერ ვიტყოდი, რომ მოთხოვნა პირდაპირ გაზრდილია, თუმცა გეოპოლიტიკური არასტაბილურობა ყოველდღიურად გვიჩვენებს, რომ ქართული ბაზარი საკმაოდ უსაფრთხო და პროგნოზირებადია უძრავი ქონების ინვესტირებისთვის. ვფიქრობთ, ეს ფაქტორი მოთხოვნის ზრდის დინამიკაზეც დადებითად აისახება", - აღნიშნა გელაშვილმა.
რაც შეეხება ფასებს, მისივე თქმით, ბაზარზე ფასები უკვე მზარდი ტენდენციით ხასიათდება, მოთხოვნის მატება კი ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.




























