მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული Ecommerce-პლატფორმა Bomo.ge საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას იწყებს

bomo.ge

ქართული ელექტრონული კომერციის პლატფორმა Bomo.ge, რომელიც სამშენებლო და ინდუსტრიული მასალების რეალიზაციაზეა ორიენტირებული, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას იწყებს.

2026 წელს Bomo.ge-ის ძირითადი ფოკუსი საექსპორტო მასალების პორტფელის ჩამოყალიბება იქნება. ამ მიზნის ფარგლებში პლატფორმაზე უკვე შეიქმნა სპეციალური კატეგორია და დაიწყო საექსპორტო პოტენციალის მქონე მასალების განთავსება.

"პლატფორმის მიზანია იმ მასალების, ნედლეულისა და საბოლოო პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე იქნება კონკურენტუნარიანი როგორც ხარისხით, ისე ფასით. ადგილობრივ ბაზართან ერთად, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა ქართველ მწარმოებლებს მისცემს ახალ სამომხმარებლო აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობას, დააჩქარებს გაყიდვების ზრდას და შეუწყობს ხელს მათი ბიზნესების სწრაფ მასშტაბირებას", - ამბობს Bomo.ge-ს დამფუძნებელი მაია ზავრაშვილი.

პლატფორმა 2024 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და აერთიანებს როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებულ პროდუქტებს. Bomo.ge მუშაობს „მწარმოებლიდან მომხმარებლამდე“ პრინციპით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინონ პროდუქცია, ხოლო მწარმოებლებს — შეამცირონ შუამავლური ხარჯები და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები