მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ეკონომიკა შესაძლებლობების ეკონომიკად უნდა ვაქციოთ - პრემიერი

5ef5c1dceb8f8
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.20 13:33
924
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პანდემია ცვლის გლობალურ ეკონომიკას და იმისთვის, რომ საქართველო ჩაერთოს გლობალურ კონკურენციაში ქართული ეკონომიკა გამოწვევების ეკონომიკიდან შესაძლებლობების ეკონომიკად უნდა იქცეს.

როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ შეიქმნას პოსტკრიზისული საშუალო და გრძელვადიანი გეგმები.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც გამომდინარეობს გლობალური პანდემიიდან, რეალობა საერთოდ შეცვალა. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდ გავაკეთოთ იმისთვის, რომ კრიზისი, პანდემია უნდა გადავაქციოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურ შესაძლებლობად.

დღეს გლობალური ეკონომიკა იცვლება, ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა გამოწვევის ეკონომიკიდან გავხადოთ შესაძლებლობების ეკონომიკად და აქ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. საქართველოს მთავრობა მუშაობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, მსხვილ საერთაშორისო საკონსალტინგო ჯგფებთან იმისთვის, რომ პოსტკრიზისული საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რელისტური და ეფექტური.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოსტკრიზისულ განვითარების ეტაპზე საქართველო ჰქონდეს დამატებითი ეკონომიკური უპირატესობები გლობალურ კონკურენციაში ჩასართავად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები