მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია!" - აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

აქცია

„ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია!“ - ამ გზავნილით მევენახეები, მეღვინეები, მცირე და დიდი მარნების წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეიკრიბნენ. როგორც ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, ევროატლანტიკური კურსის ცვლილებას და პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების დევნას და არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებენ.

დღეს საპროტესტო მსვლელობები გამართეს IT/Tech კომუნის წევრებმა, HR და PR სპეციალისტებმა, სტარტაპერებმა, მცირე მეწარმეებმა და სხვა.

შეგახსენებთ, უკვე მე-16 დღეა, მოსახლეობა დედაქალაქსა და რეგიონებში „ქართულ ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები