2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ევროკავშირში 23 მილიონ 795 ათასი დოლარის ღირებულების 7 476 445 ლიტრი ღვინო გავიდა ექსპორტზე. შედეგად, წელს ევროკავშირმა საქართველოს ღვინის ექსპორტში 11%-იანი წილი დაიკავა.
EU-ის წევრ ქვეყნებში ქართული ღვინის გაყიდვები წლიურად 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო გადაზიდული სასმელის მოცულობა 9.6%-ით გაიზარდა. თუმცა ღვინის ექსპორტის მიმდინარე წლის 9 თვის მაჩვენებელი, 2022 წლის ამავე პერიოდის რეკორდულ რიცხვებს მცირედით ჩამორჩება. [2022 წლის 9 თვეში - $23.8 მლნ, 8 536 175 ლიტრი].
ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს 9 თვის მიხედვით ევროკავშირში გაყიდული ყურძნის ნატურალური ღვინოების ღირებულება 2022 წელთან შედარებით გაიზარდა. წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ღირებულება 3.2 დოლარი იყო, ხოლო 2022 წლის 9 თვეში საშუალო ფასი 2.8 დოლარს აღწევდა.
BM.GE-მ საქსტატიდან ღვინის ექსპორტიორი კომპანიები გამოითხოვა, რომლებიც ღვინოს ევროკავშირში ყიდიან. ეს კომპანიებია:
- სს ბადაგონი;
- სს თბილღვინო;
- სს თელავის ღვინის მარანი;
- სს თელიანი ველი;
- შპს ასკანელი ძმები;
- შპს კახეთი კომპანი;
- შპს კონჭო და კომპანია;
- შპს მეღვინეობა ხარება;
- შპს რთველისი;
- შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია;
შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით
რაც შეეხება ევროკავშირში ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების რეიტინგს, ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ყველაზე მოცულობითი გაყიდვები პოლონეთში გვაქვს. 9 თვის მიხედვით, ხორვატიასა და უნგრეთში, წელს ღვინო არ გაგვიყიდია. თუმცა ხორვატიაში ღვინის ექსპორტი გასულ წლებშიც არ ფიქსირდება, უნგრეთში კი მცირე მოცულობით გადაზიდვები 2016, 2021, 2022 და 2023 წელს გქონდა.
2024 წლის 9 თვეში ყურძნის ნატურალური ღვინო საქართველოდან ევროკავშირის 25 ქვეყანაში გავიდა. რეიტინგი:
- პოლონეთი - $11.1 მლნ, 4 492 796 ლიტრი;
- გერმანია - $4.5 მლნ, 1 011 249 ლიტრი;
- ლატვია - $3 მლნ, 816 106 ლიტრი;
- ლიეტუვა - $1.6 მლნ, 480 362 ლიტრი;
- ესტონეთი - $1 მლნ, 286 507 ლიტრი;
- საფრანგეთი - $428 ათასი, 64 915 ლიტრი;
- ჩეხეთი - $341 ათასი, 69 620 ლიტრი;
- შვედეთი - $295 ათასი, 56 104 ლიტრი;
- ნიდერლანდები - $214 ათასი, 37 332 ლიტრი;
- ბულგარეთი - $182 ათასი, 36 733 ლიტრი;
- ფინეთი - $179 ათასი, 36 564 ლიტრი;
- დანია - $160 ათასი, 16 551 ლიტრი;
- იტალია - $115 ათასი, 13 076 ლიტრი;
- საბერძნეთი - $60 ათასი, 8 626 ლიტრი;
- რუმინეთი - $59 ათასი, 8 690 ლიტრი;
- ავსტრია - $45 ათასი, 9 578 ლიტრი;
- პორტუგალია - $43 ათასი, 4 335 ლიტრი;
- კვიპროსი - $37 ათასი, 11 123 ლიტრი;
- ბელგია - $30 ათასი, 2 779 ლიტრი;
- ესპანეთი $27 ათასი, 4 073 ლიტრი;
- ირლანდია - $19 ათასი, 1 866 ლიტრი;
- ლუქსემბურგი - $13 ათასი, 3 150 ლიტრი;
- სლოვაკეთი - $11 ათასი, 1 602 ლიტრი;
- მალტა - $10 ათასი, 1 800 ლიტრი;
- სლოვენია - $8 ათასი, 900 ლიტრი