მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ღვინო 5%-ით გაიზარდა. შედეგად, რუსეთში ექსპორტირებულია 49 064 224 ბოთლი ღვინო. ექსპორტირებული ღვინის მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს. მეორე ადგილს უკრაინა იკავებს 10 558 377 ბოთლი ღვინით, მესამე ადგილზეა პოლონეთი 4 984 017 ბოთლი ექსპორტირებული ღვინით. მეოთხე და მეხუთე ადგილს ჩინეთი და ბელარუსი ინაწილებენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვეში ღვინის ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 9%-ით 194 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის ოდენობაც. ჯამში იანვარ-ოქტომბერში მსოფლიოს 60 ქვეყანაში 83,8 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა.




























