მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კოლექციები, სამკაული და სუვენირები - რას სთავაზობს “ზარაფხანა” მომხმარებელს?

ზარაფხანა

ძვირფასი სამკაული ქართული კულტურის და ბევრი მნიშვნელოვანი ტრადიციის შემადგენელი ნაწილია. ოქროსგან, ვერცხლისგან და სხვა ძვირფასი ლითონისგან დამზადებულ პროდუქციას საქართველოში ბევრი კომპანია ყიდის, რომელთაგან “ზარაფხანა” ქართული მოტივებით, ორნამენტებითა და ელემენტებით შექმნილი პროდუქციით გამოირჩევა.

მომხმარებლის პრეფერენციებზე და ქართული კომპანიის ასორტიმენტზე “ზარაფხანას” აღმასრულებელმა დირექტორმა “საქმიან საღამოში” ისაუბრა. თორნიკე სამხარაძის თქმით, მომხმარებელს განსაკუთრებით უყვარს ქართული თემატიკის პროდუქცია, მაგრამ გაყიდვებით პირველ ადგილს, ტრადიციულად, ბრილიანტის სამკაული იკავებს.

“ჩვენი კომპანიის პროდუქციიდან, ბუნებრივია, ყველაზე პოპულარული - ოქროს სამკაულია. ჩვენი კოლექციები ძირითადად ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ეფუძნება, მათ შორის გვაქვს ვანის გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტების თანამედროვე ვერსიები, მცხეთის კოლექცია და ქართველი მონარქების სამოსის კოლექცია.

ეს მიმართულებები ძალიან პოპულარულია, მაგრამ პირველ ადგილს მაინც ბრილიანტის სამკაული იკავებს, რომელსაც ქართველ მომხმარებელში მუდმივად ლიდერის წოდებას ინარჩუნებს, რაც გასაგებია, რადგან ჩვენ, როგორც ჭეშმარიტად ევროპელ ხალხს ბრილიანტისკენ გვაქვს მიდრეკილება. თუმცა ბუნებრივი ქვებით შექმნილი ქართული თემატიკის სამკაული ყოველთვის განსაკუთრებით პოპულარულია.

უნიკალურ სასაჩუქრე სუვენირებს რაც შეეხება, ბოლო სამი წელია, სასუვენირო დანების კოლექცია და ჭადრაკის დაფები გვაქვს, რომლებიც ქართული ორნამენტებით და ელემენტებით არის შემკული. ეს პროდუქცია “ზარაფხანასთვის” საკმაოდ სახასიათო აღმოჩნდა და ბევრი ერთგული მომხმარებელი სწორედ ამ პროდუქციამ მოიყვანა, რის შემდეგაც ოქროს პროდუქციაზე გადავიდნენ და არა - პირიქით”, - განაცხადა “ზარაფხანას” აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ “საქმიან საღამოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები