მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანია „აგრომოტორსი” აზერბაიჯანში პრემიუმ ბრენდ John Deere-ს ოფიციალური დილერი გახდა

6464b6282e8f8
BM.GE
17.05.23 15:17
775
აგრო ტექნიკის ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო პრემიუმ ბრენდის John Deere-ს ოფიციალური დილერი გახდა.

საქართველოს გარდა „აგრომოტორსი“, აზერბაიჯანის ბაზრის ათვისებას და მსოფლიო პრემიუმ ბრენდის აგროტექნიკით მომარაგებას უზრუნველყოფს.

„10 წლის წინ, როცა "ჯონ დირისგან" დილერობა მივიღეთ, ეს ჩვენთვის საცდელი პროექტი იყო. მთელი ეს პერიოდი "ჯონ დირი" გვაკვირდებოდა. ყოველი წელი განვითრების და ზრდის იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 200 -300%-ით გაიზარდა. „აგრომოტორსი“ აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნილ სტანდარტს, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე გაფართოების წინადადება მივიღეთ.

ჩვენი იდეაა საქართველო გახდეს ჰაბი John Deere-სთვის მთელ რეგიონში. ამ იდეამაც მოწონება დაიმსახურა და სწორედ, ამ მიმართულებით ვითარდებით ახლა“, - აცხადებს „აგრომოტორსის“ დამფუძნებელი აკაკი გოგსაძე.

17 მაისს ბაქო რეგიონში ყველაზე მასშტაბურ აგრო ტექნიკის გამოფენას Caspian Agro-ს მასპინძლობს, სადაც „აგრომოტორსია” წარმოდგენილი.

ცნობისთვის: John Deere თითქმის 2 საუკუნეა, რაც ლიდერია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები