მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანია “პოსტრედი” ჰოლივუდის სტუდია Paramount Pictures-ს და A24-ს ფილმებს გაუხმოვანებს - USAID

6165d2d47b8dd
თამთა ჯიჯავაძე
12.10.21 22:18
860
USAID-ის მხარდაჭერით ქართულმა კომპანია “პოსტრედმა” ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ის მომსახურებას გაუწევს ჰოლივუდის ორ სტუდიას - Paramount Pictures- ს და A24-ს.

ამის შესახებ თავად USAID-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "პოსტრედი" ჰოლივუდის ორი ახალი ფილმის აუდიო გახმოვანებას უზრუნველყოფს. ეს ფილმებია “კივილი 5” და “C’mon,C’mon”, რომელშიც მთავარ როლს ოსკარის მფლობელი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.

"ამ ფილმების პრემიერა მომავალ წელს შედგება და გახსოვდეთ, რომ საქართველოს შემოქმედებითმა ჯგუფმა მათ შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

USAID "პოსტრედს" მოლაპარაკებებსა და შეთანხმების მიღწევაში დაეხმარა და ამასთანავე ხელს უწყობს ჰოლივუდის ინდუსტრიის სტანდარტის - Trusted Partner Network-სერტიფიკატის მიღებაში. სერტიფიცირების შემდეგ, "პოსტრედი" გახდება ამერიკის კინო ქსელის წევრი, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას იმუშაოს დიდ სტუდიებთან და პროფესიონალებისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნას საქართველოში", - იტყობინება USAID-ი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები