მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კულტურის ექსპორტი ევროპის ლეგენდარული სცენების გავლით ამერიკამდე

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერე პირდაპირ კავშირშია მის კულტურულ დიპლომატიასთან. ეროვნული იდენტობის საერთაშორისო არენაზე სწორად პოზიციონირება და კულტურის ექსპორტი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის კულტურული ხიდის მშენებლობას კომპანია Emolas Corporation წლებია წარმატებით უზრუნველყოფს. კომპანიამ 2026-2027 წლების გრანდიოზული სახელოვნებო კალენდარი დააანონსა, რომელიც ისეთ ისტორიულ სივრცეებში, როგორებიცაა Carnegie Hall და Lincoln Center, ქართველი არტისტების მასშტაბურ გამოსვლებს აერთიანებს. თუმცა კომპანიის ამბიციები ამით არ სრულდება - სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ 2027 წლის ბოლოდან Emolas Corporation ევროპის ლეგენდარული სცენების გავლით მოახდენს ქართული კულტურის ექსპორტს ამერიკამდე.

სტუმარი: სალომე ლილუაშვილი-პარქსი - Emolas Corporation-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები