მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ნატურალური წვენი „მაისი“ მომავალი წლიდან ამერიკის ბაზარზე გამოჩნდება

მაისი

ნატურალური წვენების კომპანია „მაისი“ მომავალი წლიდან ამერიკის ბაზარზე გამოჩნდება, - ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ პირდაპირ ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ ქოიავამ განაცხადა.

„მომავალი წლიდან ჩვენი პრიორიტეტი ექსპორტზე გასვლა იქნება. 3 საექსპორტო ბაზარი გვაქვს შერჩეული, რომლისგანაც ერთ-ერთი ამერიკა  იქნება“, -  აღნიშნა მარიამ ქოიავამ.

ექსპორტისთვის მზადება უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე ამერიკაში „მაისის“ წვენების ერთი კონტეინერი გაიგზავნება და კომპანიის ვარაუდით ამას სტაბილური სახე მიეცემა.

„ამ სამი საექსპორტო ბაზრიდან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ევროპული ქვეყანა და ვუყურებთ ემირატებსაც“, - აცხადებს ქოიავა.

„მაისი“ 8 სახეობის წვენს აწარმოებს და ამჟამად 45 პროცენტიანი დატვირთულობით მუშაობს, რაც წელიწადში დაახლოებით 2.5 მილიონი ბოთლის წარმადობას ნიშნავს.

ნატურალური წვენების კომპანია „მაისი“ დაახლოებით 2 წლის წინ გამოჩნდა. ის ნატახტარში 3 მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიციით დაფუძნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები