„ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს",- ასე ეხმაურება სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
უილსონი X-ზე წერს, რომ გასაკვირი არ არის, როცა ანტიამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმი ჩინეთს "სამაგალითო ზესახელმწიფოს უწოდებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ბოჭორიშვილმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ისმა ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
"საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დინამიკას, ამ კონტექსტში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის მხრიდან – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ხოლო საქართველოს მხრიდან ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის მხარდაჭერას", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.




























