„ქართული ოცნება“ რეგიონებში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რა დროსაც პარტიის საარჩევნო დელეგატები წარადგინა.
მისი განმარტებით, რეგიონებში წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მალე გააქტიურება მნიშვნელოვანი იყო, რათა ველზე გასვლა დროულად მომხდარიყო.
„რეგიონებში წინა საარჩევნო კამპანიის რაც შეიძლება მალე დაწყება მნიშვნელოვანი იყო, რადგან რაც შეიძლება მალე მომხდარიყო ველზე გასვლა. დღეს, დავასახელეთ დელეგატები და უკვე აქედანვე დაიწყება აქტიური მუშაობა რეგიონებშიც.
ანალოგიურად, უახლოეს დღეებში თბილისის კანდიდატებსაც დავასახელებთ და აქტიურად დაიწყება მუშაობა. რაც შეეხება თვითონ სიის შედგენას, ამისათვის გვაქვს დრო“, - აცხადებს კობახიძე
მისივე ინფორმაციით, საარჩევნო სია, სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში იქნება ცნობილი.