მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა - მეთიუ მილერი

მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს.

ამასთან, მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რეგულარულად იღებს ინფორმაციას საკითხზე და ყურადღებით ადევნებს თვალს პროცესს.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება. ასევე, შეშფოთებულები ვართ და ვგმობთ ყალბ ნარატივს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კანონპროექტის დასაცავად იყენებენ. "ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და ამიტომ, არ ვისაუბრებ კონკრეტულ საპასუხო ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება მივიღოთ. ვფიქრობ, ცხადად განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ საკითხს და რამდენად შეშფოთებული ვართ", - თქვა მეთიუ მილერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები