მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართული ოცნების” და POSTV-ის ვებგვერდები დავჰაკეთ - Anonymous

anon

მსოფლიოს უდიდესი ჰაკერთა დაჯგუფება, გუშინდელი გაფრთხილების შემდეგ, მოქმედებაზე გადავიდა. რუსული კანონის საპროტესტო აქციის პარალელურად, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” ოფიციალური ვებსაიტი (gd.ge) და “ოცნების” პროპაგანდისტი მედია POSTV-ის გვერდი (postv.media) აღარ ფუნქციონირებდნენ.

ჰაკერთა საერთაშორისო დაჯგუფება “ანონიმუსმა” ცოტა ხნის წინ დატვიტა და ვებგვერდების გათიშვაზე პასუხისმგებლობა თავად აიღო.

“Anonymous-მა საქართველოს მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალება POSTV-ის გვერდები გათიშა.

მივმართავთ რუსეთის მიერ კონტროლირებულ მარიონეტულ მთავრობას: ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ უარყოთ ჩვენი მოთხოვნა, შეწყდეს პოლიციის სისასტიკე მომიტინგეების მიმართ და ამის ნაცვლად განაგრძობთ მათზე ძალადობას, შევიწროებასა და ზიანის მიყენებას. საკუთარი მოქალაქეებისადმი თქვენი არაადამიანური მოპყრობის გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ვებ-აქტივების წაშლას. ეს არ არის მუქარა, ეს პირობაა.

ვიდრე სამართალი იზეიმებს, მას პროტესტი და დაჰაკვა ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიზანი კი გაამართლებს თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.

არ დაგავიწყდეთ: საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს გახდება” - წერს “ანონიმუსი” ტვიტერზე.

ჰაკერთა საერთაშორისო დაჯგუფება Anonymous თბილისში საპროტესტო აქციებს ეხმაურება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები