“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალი წესდება გამოქვეყნდა, რომელიც 2023 წელის 30 დეკემბრის, მე-7 რიგგარეშე ყრილობის მიერ არის დამტკიცებული.
წესდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდზეა ხელმისაწვდომი, რომლის შესახებაც თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" დაწერა.
განახლებული წესდებით, პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას დასამტკიცებლად საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.
წესდებაში აღნიშნულია კრიტერიუმები, რომლებსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს, დოკუმენტის მიხედვით, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება, აირჩიოს პირი, რომელსაც ქვეყნის და პარტიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. იგი "ქართულ ოცნებაში" პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით იქნება. აქვე გეტყვით, რომ მანამდე ოცნების წესდებით პარტიაში ასეთი თანამდებობა არ არსებობდა.