ქართული სტარტაპი Phubber-ი Startup World Cup - Black Sea & Beyond Regional Competition-ის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული კონკურსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტარტაპებს შორის იმართება. ქართული აპლიკაცია კი შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
Phubber App-თან ერთად რეგიონში ასევე გაიმარჯვეს უკრაინულმა Bicovery - empowering people living with Bipolar Disorder და რუმინულმა სტარტაპმა Izibac-ი.
„ბევრი ვიმუშავეთ, და გვიხარია რომ დაგვიფასდა. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. რთულია 4 წუთში დაარწმუნო ჟიური, რომ საინტერესო სტარტაპი გაქვს. მაგრამ მოვახერხეთ“, – აღნიშნა Phubber-ის დამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა BM.GE-სთან საუბარში.
Startup World Cup-ის ფინალი 2021 წელს გაიმართება და იქ უკვე თითოეულ რეგიონში გამარჯვებული სტარტაპები შეეჯიბრებიან ერთმანეთს.