მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები Erasmus+-ის აქტივობებში მონაწილეობას გააგრძელებენ - Erasmus+-ის ქართული ოფისი

erasmus+

ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები Erasmus+-ის აქტივობებში მონაწილეობას გააგრძელებენ - ამ განმარტებას Erasmus+-ის ქართული ოფისი ავრცელებს.

განმარტება, Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების შესახებ, საგანმანათლებლო ინსტიტუციებისთვის საქართველოში

"ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში, Erasmus+-ის პროგრამის სახელმძღვანელოს დადგენილი წესების შესაბამისად.

შესაძლებლობები ხელმისაწვდომი რჩება სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სკოლებისთვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგ ცენტრებისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში არიან პროგრამის შერჩევის კრიტერიუმებთან.

ევროკავშირის ნებისმიერი პროგრამის შემთხვევაში, წესები და შერჩევის კრიტერიუმები შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს. მონაწილეებისთვის რეკომენდებულია, რომ გადახედონ Erasmus+-ის პროგრამის უახლეს სახელმძღვანელო დოკუმენტს, კონსულტაცია გაიარონ Erasmus+-ის ეროვნულ ოფისთან საქართველოში და დაეყრდნონ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს, ზუსტი და უახლესი ინსტრუქციებისთვის", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას გამოქვეყნებული "Erasmus+"-ის 2026 წლის გზამკვლევის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამით ვერ ისარგებლებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიზეზი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები