მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული სანელებლების ექსპორტი გაორმაგდა და $36 მლნ-ს მიაღწია - მთავარი ბაზარი ჩინეთია

სანელებელი

საქართველოდან სანელებლების ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის განმავლობაში დაფნის ფოთლის, ზაფრანის, კოჭას და სხვა სანელებლების ექსპორტი გაორმაგდა და 36,7 მლნ დოლარი შეადგინა. ჯამში, გასულ წელს, ქვეყნიდან 9 145 ტონა სანელებლები გავიდა ექსპორტზე.

შედარებისთვის ბოლო სამი წლის მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2021 წელი - 11,073.78 მლნ აშშ დოლარი, 4,997.45 ტონა
  • 2022 წელი - 12,106.55 მლნ აშშ დოლარი, 5,171.17 ტონა
  • 2023 წელი - 18,754.37 მლნ აშშ დოლარი, 6,457.59 ტონა
  • 2024 წელი - 36,741.89 მლნ აშშ დოლარი, 9,145.71 ტონა

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, პირველ და მეორე ადგილებს ჩინეთი და რუსეთი ინაწილებენ.

ქართული სანელებლების TOP-10 საექსპორტო ბაზარი შემდეგია:

  1. ჩინეთი - 28,508.04 მლნ აშშ დოლარი, 6,983.48 ტონა
  2. რუსეთი - 5,615.33 მლნ აშშ დოლარი, 1,103.78 ტონა
  3. უკრაინა - 784.78 მლნ აშშ დოლარი, 228.25 ტონა
  4. თურქეთი - 538.17 მლნ აშშ დოლარი, 332.92 ტონა
  5. ყაზახეთი - 74 მლნ აშშ დოლარი, 110.04 ტონა
  6. სომხეთი - 185.74 მლნ აშშ დოლარი, 73.16 ტონა
  7. უზბეკეთი - 143.56 მლნ აშშ დოლარი, 181.33 ტონა
  8. ჰონკონგი - 113.30 მლნ აშშ დოლარი, 22 ტონა
  9. აშშ - 97 მლნ აშშ დოლარი, 5.51 ტონა
  10. ტაილანდი - 68.20 მლნ აშშ დოლარი, 22 ტონა

რაც შეეხება იმპორტს, ექსპორტის მაჩვენებლებთან შედარებით, იმპორტი მცირეა. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში 5,5 მლნ აშშ დოლარის 3370 ტონა სანელებლები შემოვიდა. ეს თითქმის სამჯერ მეტია 2023 წლის მაჩვენებლებზე, როცა ქვეყანაში 1,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1005 ტონა სანელებლები შემოვიტანეთ. საიმპორტო ბაზრებს შორის ლიდერი თურქეთია, რომელზეც იმპორტის უმეტესობა მოდის. შემდეგ ადგილებს კი ნიდერლანდები, ლიბანი, სირია, ინდოეთი და ეგვიპტე იკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები