საქართველოდან სანელებლების ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყნიდან საექსპორტო ბაზრებზე 9,3 მლნ დოლარის დაფნისა და სხვა სანელებლების ექსპორტი განხორციელდა. ზრდა წლიურად 22.5%-ია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, სანელებლების ექსპორტში დაფნა ლიდერობს. 7 თვეში დაფნის ექსპორტიდან შემოსავალი 9 მლნ დოლარი იყო, 21%-ით მეტი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
კოჭას, ზაფრანას, ურცის, დაფნის, კარის და სხვა სანელებლების ექსპორტი
- 2023 წლის 7 თვე - 9.3 მლნ დოლარი
- 2022 წლის 7 თვე - 7.59 მლნ დოლარი
- 2021 წლის 7 თვე - 7.42 მლნ დოლარი
- 2020 წლის 7 თვე - 7.28 მლნ დოლარი
- 2019 წლის 7 თვე - 6.48 მლნ დოლარი
სანელებლების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის უდიდესი წილი რუსეთზე მოდის. ამ ქვეყანაში 7 თვეში 4.16 მლნ დოლარის დაფნა და სხვა სანელებლებია გატანილი.
კოჭას, ზაფრანას, ურცის, დაფნის, კარის და სხვა სანელებლების საექსპორტო ბაზრები
- რუსეთი - 4.16 მლნ დოლარი
- ჩინეთი - 3.5 მლნ დოლარი
- უკრაინა - 0.73 მლნ დოლარი
- აშშ- 0.18 მლნ დოლარი
- უზბეკეთი - 0.14 მლნ დოლარი
2022 წელს სულ ქვეყნიდან 11.9 მლნ დოლარის სანელებლები იყო გატანილი, საიდანაც 4.8 მლნ დოლარის ექსპორტი ჩინეთში განხორციელდა, $4.57 მილიონის - რუსეთში, 1.19 მლნ დოლარის ღირებულების სანელებლები კი, უკრაინაში გავიდა.