მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებული ნავთობის იმპორტით ჩინეთმა წელს $10 მილიარდი დაზოგა

ჩინეთი ნავთობი

ჩინეთის ხელისუფლება დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებით ეკონომიკური სარგებლის მიღებას აქტიურად განაგრძობს. Reuters-ის გამოთვლებით, მიმდინარე წლის განმავლობაში რუსული, ირანული და ვენესუელური ნედლი ნავთობის იმპორტით ჩინეთმა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის დაზოგვა შეძლო.

თავად ეს დანაზოგი Brent-ის ფასთან მიმართებით სანქცირებული ნავთობის სიიაფითაა განპირობებული. როგორც წესი, ჩინეთი რუსეთისგან და ირანისგან ნავთობს 20%-იანი ფასდაკლებით ყიდულობს.

ზემოხსენებული სახელმწიფოებიდან ჩინეთში ყოველდღიურად იმპორტირებული ნავთობის მოცულობა 3 მილიონ ბარელს აღწევს და ეს მაჩვენებელი პერიოდულად იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთი შესყიდვების რაოდენობას ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები