მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ქართული სარეკლამო სააგენტოები Kettari-ს გლობალური სარეკლამო კამპანიის ღია შერჩევაში მიიღებენ მონაწილეობას”

6321d047bdddb
მარიამ ვარადაშვილი
13.09.22 22:35
944
საინვესტიციო ფონდი “კეტარის” განვითარების დირექტორის, სერგი გვარჯალაძის ინფორმაციით, ქართული სარეკლამო კომპანიებისთვის გლობალური კამპანიის ჩატარება იგეგმება.

“საქმიანი დილის” ეთერში გვარჯალაძემ კომპანიებს აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

“გლობალური ხასიათის კამპანია გვინდა ჩავატაროთ და ამასთან დაკავშირებით ყველა ქართულ სარეკლამო სააგენტოს მივმართეთ. გუშინ ბოლო ვადა გვქონდა და ახლა განვიხილავთ იმ პროექტებს, რომლებიც შემოვიდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს ქართული კრეატიული სექტორის, რადგან ამჯერად მხოლოდ ქართულ სარეკლამო სააგენტოებზე შევჩერდით.

ეს რასაკვირველია სარფიანი პროექტი იქნება ჩვენთვის, რათა უფრო ფართო აუდიტორიამ გაგვიცნოს. სარეკლამო კომპანიები უნდა გააქტიურდნენ. მოგეხსენებათ სარეკლამო ბიზნესი ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა. ფაქტობრივად ბაზარზე ყველა მნიშვნელოვან მოთამაშესთან გვქონდა შეხვედრა და თუ ვინმე გამოგვრჩა დაგვიკავშირდით, ჩვენი გეგმების შესახებ უფრო დეტალურად გესაუბრებით”,-აცხადებს გვარჯალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები