მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპი "კარგონი" ცენტრალური აზიის ბაზარზე შედის

6201261180fee
მარიამ იზორია
08.02.22 01:00
1174
ქართული კომპანია “კარგონი” ცენტრალური აზიის ათვისებას გეგმავს.

როგორც bm.ge-ს სტარტაპის დამფუძნებელმა ვანიკო ჩალაძემ განუცხადა, საწყისად “კარგონი” უზბეკეთსა და ყაზახეთში იქნება ხელმისაწვდომი.

“ჩვენი გეგმა ცენტრალური აზიის ბაზარზე შესვლაა. თავდაპირველად “კარგონი” უზბეკეთსა და ყაზახეთში იქნება ხელმისაწვდომი. ვფიქრობთ, ამ გეგმას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში განვახორციელებთ”, - ამბობს “კარგონის” დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, კომპანია “კარგონი”, რომელიც ვებპლატფორმისა და მობილური აპლიკაციის დახმარებით ტვირთმფლობელებსა და გადამზიდავებს ერთმანეთთან აკავშირებს, რუსეთისა და სომხეთის ბაზარზე უკვე ოპერირებს. “კარგონს” ჯამში 300-მდე B2B მომხმარებელი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში ორთვიანი ოპერირების მანძილზე სტარტაპს 200-მდე პარტნიორი გადამზიდი დაუგროვდა. “კარგონის” სერვისით 25 კომპანია სარგებლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები