Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს ხარისხიანი ინტერაქციული API-დოკუმენტაციის მარტივად და სწრაფად შექმნის საშუალებას აძლევს. აქვე გეტყვით, რომ Theneo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, YCombinator-ის პროგრამის კურსდამთავრებულია.
WorldFestival-ის სტარტაპ-დაჯილდოება სამი რაუნდისგან შედგება: პირველ რაუნდში, ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - ხმის მიცემის შედეგად დგება რეიტინგი, რომელშიც ერთი ხმა - ერთ ქულას შეესაბამება. მეორე რაუნდში, ხმის მიცემაში ექსპერტებისგან შემდგარი პანელი ერთვება, ხოლო სტარტაპებს დამატებითი ქულები ეწერებათ, როგორც მოზიდული კაპიტალის, ასევე მედია მხარდაჭერის მიხედვით.
ცნობისთვის გეტყვით, რომ WorldFestival Startup Awards-ი უდიდესი სტარტაპ-დაჯილდოებაა, რომელშიც, გლობალური ინოვაციური მიზნების მისაღწევად და საკუთარი კომპანიის ცნობადობის ასამაღლებლად, ყოველწლიურად, ხუთი ათასზე მეტი სტარტაპი, ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს.
ქართული ტექნოლოგიური სტარტაპისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე გადასვლით და სარეგისტრაციო ფორმის შევსებით არის შესაძლებელი.