საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით მყოფი არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი სერბეთში გამგზავრებამდე საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ასევე საქართველოს უმდიდრეს ადამიანს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ეს ამბავი არ გახდებოდა საზოგადოების ნაწილისთვის აღნიშვნის ღირსი, ან დარჩებოდა როგორც აღსანიშნავი იმ ფაქტით, რომ ბატონმა ივანიშვილმა სწორედ არაბეთის ქვეყნის პირველ პირთან არჩია საჯარო გამოჩენა იმ ფონზე, რომ ამას არ აკეთებს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან ურთიერთობისას, იქნება ეს პრეზიდენტი ალიევი თუ უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი, რომელთანაც ასევე ჰქონდა პირადი შეხვედრები და კომუნიკაცია. აქაც თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც სხვა თემაა და იმედია, მომავალი ჩინოვნიკები ვისაც ფორმალური სტატუსი აქვთ რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების პირველი პირები არიან, მიაქცევენ ყურადღებას შეხვედრისას დაფიქსირებულ დეტალებს,და რამაც ჩემი აზრით, როგორც მინიმუმ, უხერხულობა წარმოშვა,აღარაფერს ვამბობ თავმოყვარეობაზე.ჩვენ მასპინძლობით, კარგი დახვედრა-გაცილებით გამორჩეული ხალხი და ერი ვართ ამ პლანეტაზე. მას მომავალი თაობებიც შეინარჩუნებენ, თუმცა ნამდვილად არ მსურს ვიხილო ისეთი დამშვიდობება თუ მისალმება საქართველოს მმართველების მხრიდან რაც ვნახე და რაც შედგა ბატონ ივანიშვილს და არაბეთის შეიჰს შორის. პატივისცემა იქით იყოს და არსებობს დიპლომატიური ცენზიც, მიღმა იმისა რასაც ქვეყნის სახე და თავმოყვარეობა ჰქვია. და ერთიც,მაშინ როცა თბილისის და იმედია, მალე მთელი საქართველოს ნებისმიერი ქუჩის სახლში,მინიმუმ ერთი ადამიანი ცხოვრობს ვინც გამართული ინგლისურით და ზოგიერთი ბრწყინვალე არაბულსაც ფლობს თუ იცის, თარჯიმნობისთვის საქართველოს მთავრობის წევრის პერსონა და რესურსი არ უნდა გამოიყენო. ასეთი სევდიანი მიზანსცენები არაბეთის მმართველებსაც კი არ ახასიათებთ, როცა მათ დელეგაციაში ყველას აქვს თავისი ადგილი,იქნება ეს ელჩი, თარჯიმანი თუ მინისტრი, ან პრემიერ მინისტრი. არ არის საჭირო საჯარო იმის აფიშირება, რაც საქართველოში ყველამ იცის და იდეაში სამეზობლოშიც რომ საქართველოს მთავრობის წევრები ფორმალური ფიგურები არიან. სხვათა შორის, ეს წლებია და საკმაოდ იოლად იკითხება თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების ლიდერების შეხვედრებისას საქართველოს მთავრობის წარმადგენლებთან, რომლებიც მათ ნაკლებად აღიქვამენ გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ პირებად. ეს ჩანს, იკითხება განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნების ლიდერების დამოკიდებულებაზე და გამოხატულებაშიც. ცოტა მეტად გავუფრთხილდეთ საქართველოს, და მის რეპუტაციას. ამ და ასეთი დეტალებისგან იქმნება ნამდვილი და არა მოჩვენებითი დამოუკიდებლობა რითაც ვიწონებთ თავს შინ, და მგონი საკუთარი თავისაც არ გვჯერა ამის განცხადებისას. სხვა რომ არაფერი მალაპარაკებს გარდა საქართველოს რეპუტაციისა, ეს ამ ეპილოგის ადრესატმაც იცის და სხვებმაც, აქ მონიშნულმა პირებმა.


































