მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ტანსაცმლის ბრენდის გლობალური წარმატება – Smaki ნიუ-იორკის საგამოფენო სივრცეში

ქართულმა მოდამ გლობალურ ასპარეზზე უკვე დიდი ხანია, რაც საკუთარი ნიშა დაიმკვიდრა. ჩვენი დიზაინერების შემოქმედება ხშირად გამოირჩევა ინდივიდუალიზმითა და კონცეპტუალურობით, რაც განსაკუთრებით ფასობს თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში. ჩვენი მომდევნო სტუმარი დიზაინერი მაია სირაძეა, ბრენდ „სმაკის“ კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი. ის საკუთარ ნამუშევრებს ხშირად „არაადეკვატურსა“ და „ცოცხალს“ უწოდებს — სწორედ ეს ორიგინალურობა და ხელის დეტალური ნამუშევარი იზიდავს მოდის კრიტიკოსებსა და ბაიერებს. სულ ცოტა ხნის წინ „სმაკი“ მიიწვიეს ნიუ-იორკში, მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან B2B გამოფენაზე — Coterie New York-ზე. უფრო მეტიც, ბრენდი იყო ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოდან ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე. Coterie New York-ის გარდა, „სმაკიმ“ ნიუ-იორკში კიდევ ერთ მოდის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, რამაც ამერიკულ ბაზარზე ახალი კარი გაუხსნა. რა გამოხმაურება მოჰყვა ამერიკელი ბაიერების მხრიდან ქართულ ბრენდს და როგორ იგეგმება „სმაკის“ საერთაშორისო ექსპანსია?

სტუმარი: მაია სირაძე - “სმაკი”, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები