ქართული ტაქსის Start Up კომპანია "ვენიო" განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მძღოლებს, რომლებსაც სურთ აქციის მონაწილეებს აქციაზე მოსვლასა და წასვლაში დაეხმარონ, მათი აპლიკაციის ჩამოწერის შემთხვევაში, კომპანიისგან ფულადი ბონუსის მიღების შესაძლებლობას აძლევენ.
"ვენიო, როგორც 100%-ით ქართული ტაქსის Start Up კომპანია, სოლიდარულია რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის.
ჩვენ სრულად ვიზიარებთ აქციის მონაწილეთა განწყობასა და მოთხოვნებს, მიგვაჩნია რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია და გვჯერა, რომ ამ საქმეში წვლილის შეტანა ყველა ჩვენგანს შეგვიძლია.
მივმართავთ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ჩვენთან, ნუ უგულებელყოფთ ვენიოზე შემოსულ შეკვეთებს, რადგან ჩვენ, საქართველოში ვირჩევთ ქართულს და ვეუბნებით -არას, ყველაფერს რუსულს!
მძღოლებს, ვისაც აქციის მონაწილეების დახმარება გსურთ, ჩამოიწერეთ ჩვენი აპლიკაცია და დაეხმარეთ მათ აქციაზე მოსვლასა და აქციიდან წასვლაში, მანძილისა და დროის მიმართ რელევანტურ ფასად და მიიღეთ ვენიოსგან ფულადი ბონუსები!
ერთი კვირის განმავლობაში:15-21 შესრულებული შეკვეთა +100 ლარი, 22-28 შესრულებული შეკვეთა +120 ლარი, 29-35 შესრულებული შეკვეთა +140 ლარი, 36-42 შესრულებული შეკვეთა +160 ლარი, 43-49 შესრულებული შეკვეთა +180 ლარი, 50-56 შესრულებული შეკვეთა +220 ლარი, 57-63 შესრულებული შეკვეთა +250 ლარი, 64-70 შესრულებული შეკვეთა +300 ლარი.
მგზავრის აპლიკაცია: iOS: https://cutt.ly/D8spnk9, Android: https://cutt.ly/78spmth
მძღოლის აპლიკაცია: iOS: https://cutt.ly/0eeFBCR6, Android: https://cutt.ly/geeFBFpz
ვენიო შექმნილია საქართველოში ",-ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.