მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული თეატრის მთავარი გამოწვევა თეატრების პოლიტიკური ნიშნით წმენდაა - დრამატურგი

კულტურის მინისტრი

„დღევანდელი ქართული თეატრები სრულ კონფორმიზმში არიან ჩაფლული“ - ასე აფასებს თეატრალურ სფეროში არსებულ ვითარებას „სამეფო უბნის თეატრის“ დრამატურგი დავით გაბუნია BM.GE-სთან გამოწვევებზე საუბრისას.

დრამატურგი აცხადებს, რომ ქართული თეატრების უდიდესი ნაწილი ილუზიას იქმნის, რომ ყველაფერი კარგად არის. მისივე თქმით, თეატრები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დებატების პროვოცირებას არ ახდენენ, რაც მათი ვალდებულებაა და რასაც ყოველთვის აკეთებდნენ.

„დღევანდელი ქართული თეატრი დიდი გამოწვევის წინაშეა. მთავარი გამოწვევა ისაა, რომ თეატრების პოლიტიკური ნიშნით წმენდა ხდება. მათი უმეტესობა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მათი მხრიდან დაფინანსება ხდება.

თეატრებში თითქოს ცენზურა არ ჩანს, თუმცა ქალბატონი თეა წულუკიანის მკაცრი რკინის ხელის პოლიტიკის შედეგად, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არ აწყობდათ, ნელ-ნელა თავიდან მოიცილეს. მთავარი ისაა, რომ კულტურის სამინისტროს მხრიდან "თავის მოქონვის" პოლიტიკა მიმდინარეობს, რომ ჩვენ გაფინანსებთ, თითქოსდა სახელმწიფოს ფული, ჩვენი გადასახადებიდან მიღებული ფული არ იყოს.

ქართულ თეატრში "ლაქუცი" მიმდინარეობს და ყველანი საზეიმო ღონისძიებებს ატარებენ, გეგონება ყველაფერი კარგად არის“, - აცხადებს გაბუნია.

მისი ცნობით, პანდემიის შემდეგ თითქმის ყველა თეატრში უპრეცედენტოდ ბევრია მაყურებლების რაოდენობა და ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი სპექტაკლებზე ბილეთებს ვერ ყიდულობს. შესაბამისად, ბაზრის კანონიცაა, რომ როდესაც მოთხოვნა ბევრია, მიწოდებაც ბევრია.

რაც შეეხება ფასებს, მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ხარჯები გაიზარდა, „სამეფო უბნის თეატრიც“ იძულებული გახდა ფასები გაეზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები