მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა ბანკებმა "Золотая корона"-ს გადარიცხვის სისტემასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს - მედია

გადარიცხვები

ქართულმა ბანკებმა Zolotaya Korona-ს გადარიცხვის სისტემასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვები გამოწვეულია ამერიკული სანქციებით, რომელშიც შედიოდა "ოქროს გვირგვინის" შემქმნელი კომპანია ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრი. ქვეყნის უდიდესმა ბანკმა „საქართველოს ბანკმა“ დაიწყო ამ სისტემით განხორციელებულ გადარიცხვებზე უარის თქმა. სიდიდით მეორე საკრედიტო დაწესებულებამ, "თიბისი ბანკმა" კი, აპლიკაციიდან მთლიანად ამოიღო ამ გადარიცხვის სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა.

აშშ-ის სანქციები კრძალავს ბიზნესის კეთებას რუსეთთან დაკავშირებულ სუბიექტებთან. კერძოდ, შეზღუდვები დაწესდა „ოქროს გვირგვინზეც“, რომელიც დიდი ხანია გამოიყენება რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს შორის, მათ შორის საქართველოს შორის ფულის გადარიცხვისთვის.

bm.ge-ის აზერბაიჯანის ბიურო Zolotaya Korona-ს დაუკავშირდა, სადაც კომენტარის გაკეთება არ სურთ.

bm.ge კი, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში ცდილობს დამატებითი დეტალები გაარკვიოს.

ომის მხარდაჭერისთვის აშშ-მა კიდევ 400 ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები