მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა ფინტექ-სტარტაპმა, Payze-მ ონლაინგადახდების აპლიკაცია შექმნა

6300f36c43268
გიორგი არონია
20.08.22 23:00
2131

ონლაინგადახდების ინდუსტრიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქართულმა სტარტაპმა, Payze-მ საკუთარი მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც მომხმარებლებს რეალურ დროში საკუთარი გაყიდვების სტატისტიკისა და ანალიტიკის მონიტორინგის საშუალებას აძლევს, - ამის შესახებ Payze-ის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ. Payze-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც Android-ის, ასევე iOS-ის სისტემებზე. 

„რეალურად, ვცდილობთ ბიზნესს გვერდში მაქსიმალურად ამოვუდგეთ და ჩვენი პროდუქტები შესაბამისად განვავითაროთ. ეს აპლიკაცია ბიზნესის მმართველებს, ბუღალტრებსა და სხვა სუბიექტებს მობილურ წვდომას აძლევს, როგორც ვაჭრობის პროცესზე, ასევე ტრანზაქციებსა და სტატისტიკაზე“, - ამბობს Payze-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი გეგა წურწუმია BM.GE-სთან საუბრისას და დასძენს, რომ მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, წლის ბოლომდე, აპლიკაცია კიდევ უფრო დაიხვეწება.

შეგახსენებთ, რომ Payze-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც დაარსებიდან მოკლე დროში 500 Startups-ისა და VISA-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსებში გაიმარჯვა. ამასთანავე, Payze-ი პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, სილიკონ-ველზე არსებული Y Combinator-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები