იყო დრო, როცა ევროპის კონტინენტი საბანკო-საფინანსო ინდუსტრიის აკვანი და ეპიცენტრი იყო, თუმცა დღეს უმსხვილესი ბანკების ხუთეულში ვერცერთ ევროპულ ორგანიზაციას ვერ შეხვდებით, რადგან ამ სექტორში სრული დომინაცია აშშ-სა და ჩინეთს აქვთ.
ამჟამად ევროპული საბანკო ინდუსტრია უფრო მეტად ქონების მართვაზე, ადგილობრივ ოპერაციებზე და უძრავი ქონების განკარგვაზეა ორიენტირებული, ვიდრე ინოვაციური სტარტაპების დაფინანსებაზე ან მრავალმილიარდიანი, ახალი ბაზრების ათვისებაზე.
ცხადია, დროსთან ერთად შეიცვალა თავად ლიდერების სიაც, რომელთა რეიტინგს ამჟამად საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით შემოგთავაზებთ.
უმსხვილესი ევროპული ბანკები:
1. HSBC - $310.1 მლრდ
2. Santander - $185.6 მლრდ
3. UBS - $141.9 მლრდ
4. Banco Bilbao - $136.8 მლრდ
5. UniCredit - $124.3 მლრდ
6. Intesa Sanpaolo - $113.5 მლრდ
7. BNP Paribas - $105.4 მლრდ
8. ING - $90.5 მლრდ
9. CaixaBank - $89.6 მლრდ
10. Barclays - $72.5 მლრდ
























