მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ქართულმა კომპანიამ ყაზახეთში ფეროშენადნობების ქარხანა ააშენა

ქართულმა კომპანიამ “მეტალ ქონსთრაქშენ ჯორჯიამ” ყაზახეთში ფეროშენადნობების ქარხანა ააშენა - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, ამ კომპანიამ 2021 წელს 180 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიამ 2021 წელს 67.2 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. დოკუმენტაციის თანახმად, ქაღალდზე კომპანია სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს ეკუთვნის.

“2021 წლის 31 დეკემბრისა და 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-იანი მფლობელია Zeus Property Holdings Ltd - კომპანია, რომელიც დაფუძნებულია სეიშელის რესპუბლიკაში. Zeus Property Holdings Ltd-ს საბოლოოდ აკონტროლებდა სამხრეთ აფრიკის მოქალაქე, მონიკა პამელა ვან ზილ (Monica Pamela Van Zyl) 2021 წლის 1 თებერვლამდე. 2021 წლის 1 თებერვლიდან კომპანიას საბოლოოდ აკონტროლებს შარლოტ დოროთი ვან ჰეერდენი (Charlotte Dorothy Van Heerden), სამხრეთ აფრიკის მოქალაქე,”- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

თუმცა, ამავე ანგარიშის მიხედვით, კომპანია ბიზნესმენ შმაგი ქემერტელიძის კუთვნილ “ჭიათურმანგანუმის” ჯგუფს უკავშირდება, რაზედაც კომპანიის მიერ მიღებული სესხებიც მეტყველებს. ამასთან ცნობილია, რომ სწორედ აღნიშნული ჯგუფია ჩართული ყაზახეთში ფეროშენადნობების Qaz Carbon-ის ახალი ქარხნის მშენებლობის პროცესში.

რაც შეეხება ჭიათურმანგანუმის ფინანსურ მაჩვენებლებს, 2021 წელს კომპანიამ 189 მილიონი ლარის შემოსავალი და 74 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები