ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატები „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ წარადგინა.
„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
- მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - ზურაბ აბაშიძე;
- აკის რაიონის მაჟორიტარობის 2 კანდიდატი - ალექსანდრე ასათიანი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ცენტრალურ ვაკეში; მეორე კანდიდატი, რომელიც ზედა ვაკეში იქნება წარმოდგენილი - ბექა გელენავა;
- საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის 3 კანდიდატი იქნება წარმოდგენილი - ვეძისი-ყაზბეგი-გოთუას ოლქებში - ბექა მიქაუტაძე. კოსტავა-ბახტრიონი-დოლიძე-ხილიანის ოლქში- არჩილ ნიჟარაძე; დიდი დიღომი-ვაშლიჯვარი- სოფელ დიღმის ოლქებში - შალვა პერანიძე;
- კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი - ლევან ჯაფარიძე;
- ისნის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარობის 3 კანდიდატი: ავლაბრის ოლქში - კახაბერ ლაბუჩიძე. ვაზისუბნის ოლქში - ბექა მენთეშაშვილი. ნავთლუღის ოლქში - დავით ხაბეიშვილი;
- სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები: მასივის ოლქში - გიორგი დოხტურიშვილი. ქვემო სამგორის ოლქში - ზაქარია წიკლაური;
- ვარკეთილის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი - ვაჟა კოკაია;
- ლილო-ორხევის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი - მამუკა ხაბარელი;
- ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი - ზურაბ ჩიკვილაძე;
- დიდუბის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი - გივი ჩხარტიშვილი;
- დიღმის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი - შოთა ქევხიშვილი;
- ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის 4 კანდიდატი: ზღვის უბნის ოლქში - ირაკლი ბენდელიანი. ნაძალადევის ოლქში - შალვა მაისურაძე. ძველი ნაძალადევის-ლოტკინის ოლქში - დავით ჭელიძე. სანზონის ოლქში - ვალერიან პაპუაშვილი;
- გლდანის რაიონში მაჟორიტარობის 4 კანდიდატი: ავჭალის ოლქში - შალვა ოგბაიძე. მუხიანის ოლქში - ცოტნე ჩიქვინიძე. გლდანის რაიონში , ლუწ მიკრორაიონში - მიხეილ რეხვიაშვილი. გლდანის რაიონში, კენტ მიკრორაიონში - ჯაბა კოღუა.




























