მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართუს" 49-სართულიანი კომპლექსი ორთაჭალაში - დამკვეთი ფუნქციური ზონის ცვლილებას ითხოვს

ბიძინას პროექტი ორთაჭალაში

"ფონდი ქართუს" დაკვეთით თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში, ორთაჭალაში 49-სართულიანი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობაზე განაცხადი შევიდა.

სააგენტოში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალება, რომლის დამტკიცებასაც "ფონდი ქართუ" ითხოვს.

წარმოდგენილი გეგმარებითი დავალების მიხედვით, ტერიტორიის განვითარება მულტიფუნქციური კომპლექსის იდეით მოხდება. მათი ინფორმაციით, ადგილზე 1 მულტიფუნქციური შენობის მშენებლობა იგეგმება, რომელსაც საერთო ბაქანზე ორი საცხოვრებელ/კომერციული ფუნქციის მქონე კოშკი იქნება მოთავსებული.

ამასთან ადგილზე მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, გამწვანებული ტერიტორიების და მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგები, რომელთა რაოდენობაც, როგორც პროექტის ავტორი ირწმუნება, სრულიად დააკმაყოფილებს ახლად შექმნილ საცხოვრებელ ფართებს და არამარტო.

წარმოდგენილ გეგმარებით დავალებაში წერია, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, 300 არაგველის ქუჩაზე, მოიცავს 5 საკადასტრო ერთეულს და დაურეგისტრირებელ ტერიტორიას. პროექტის ავტორის თქმით, ტერიტორია მრავალწლიანი ხე-ნარგავებით არის გამწვანებული და მასზე სარეკრეაციო ზონა 2 ვრცელდება.

წარმოდგენილი საპროექტო წინადადებით იგეგმება არსებული 5 ნაკვეთის გაერთიანება და 4 საკადასტროდ გარდაქმნა, ხოლო არსებული რეკრეაციული ზონის საზოგადოებრივ საქმიან და სატრანსპორტო ზონად ცვლილება.

ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქ თბილისის თვითმმაართველი ერთეულის ტერიტორიაც, სადაც არსებული ფუნქციური ზონა (რზ-2) ნარჩუნდება.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები