მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართველ - გერმანელ ქალთა ალიანსი” - დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების განვითარება გერმანიასა და საქართველოში

ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ქართველმა ქალებმა ქვეყნის ეკონომიკური გადარჩენის ურთულესი ტვირთი საკუთარ მხრებზე აიღეს. ემიგრაციაში წასულმა ქალებმა სრულიად ახალი რეალობა შექმნეს. დღეს ეს მოცემულობა შეცვლილია. ჩვენ ვხედავთ წარმატებულ, პროფესიონალ ქართველებს, რომლებიც მართვის სადავეებს იბრუნებენ და ევროპაში საქართველოს ინტელექტუალურ იმიჯს აყალიბებენ.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „ქართველ-გერმანელ ქალთა ალიანსი“. ორგანიზაცია გერმანელ და ქართველ ქალებს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე აერთიანებს. ალიანსი კულტურული გაცვლის, ადამიანის უფლებების განმტკიცებისა და საგანმანათლებლო პროექტების გზით, ქალთა პროფესიულ გაძლიერებას უზრუნველყოფს.

სტუმრები: ლანა ჩხარტიშვილი - “ქართველ - გერმანელ ქალთა ალიანსი”, თანადამფუძნებელი
სალომე დვალი - “ქართველ - გერმანელ ქალთა ალიანსი”, თანადამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები