ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და პლატფორმა X-ზე წერს, რომ ქართველი ხალხი "დიქტატორად ქცეული ივანიშვილის წინააღმდეგ" ქუჩაში გამოდის.
"ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ისინი ქუჩაში გამოდიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, დიქტატორად ქცეული ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც მათ თავს ესხმის და ქვეყანას ჩინეთისა და ირანის რეჟიმზე ყიდის. ამერიკა მათ გვერდით უნდა დადგეს", - წერს ჯო უილსონი.




























