მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართველ მეგობრებს ვთხოვთ, დააჩქარონ სასამართლო რეფორმის ტემპი“ - ოლივერ ვარჰეი

ოლივერ ვარჰეი

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს რეფორმის ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ბრიუსელში საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროკომისარი აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ძალისხმევა შესამჩნევია და ამიტომ დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ევროგაერთიანებაში გაწევრიანებისთვის საჭირო 9 ნაბიჯი განიხილეს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ გაფართოების ამოცანებში საქართველომ არამხოლოდ შეასრულა, არამედ მას სურს და შეუძლია ამ ნაბიჯების გადადგმა, ზუსტად ამ გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს კაპიტალიზაცია და სწორედ ამიტომ, ქართველ მეგობრებს ვთხოვთ დააჩქარონ სასამართლო რეფორმის ტემპი... სხვა მიმართულებებით სარეფორმო დღის წესრიგში.

დღეს ერთად გავიარეთ 9 ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ მოვემზადოთ სხვა ეტაპზე გადასასვლელად. ეს არის ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველომ შევიყვანოთ ევროკავშირში, ჩვენ არ გავჩერდებით წინ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს“, - განაცხადა ვარჰეიმ.

ევროკომისარმა საქართველოსთვის პროცესის ეკონომიკურ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან ერთად ახორციელებს, სხვა ქვეყნებისთვის სახელმძღვანელო გახდება.

„გვახარებს ის ფაქტი, რომ უკვე მობილიზებულია 1.9 მლრდ ევროს ინვესტიცია. ეს შეტანილია საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში, ინვესტიციები, რომლებიც პირდაპირ ეკონომიკაში შევა და კაპიტალ დაბანდება ისეთ სექტორებში მოხდება, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფინანსებზე წვდომა, მცირე და საშუალო ბიზნესი, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და განვითარება - ეს ინვესტიციებია, რომლებიც უკვე ზრდის სამუშაო ადგილებს და ადგილზე ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. მიმაჩნია, რომ ეს გეგმა კიდევ უფრო მეტი პოტენციალის მქონეა და ქვეყანაში შეიძლება უფრო სწრაფად და მეტად იყოს გამოყენებული.

ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გვაქვს ეს არის შავი ზღვის ელექტროენერგიის და ინტერნეტის ფართოზოლოვანი პროექტი. ეს ისეთი მასშტაბური პროექტია, რომელიც სახელმძღვანელო იქნება პარტნიორებისთვის, არამხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა რეგიონის ქვეყნებისთვისაც“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები