მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ფასეულობები - პრემიერი

მთავრობა

პრემიერის თქმით, ანტი ლგბტქ+ კანონი ნიშნავს, რომ კაცს ერქვას კაცი და ქალს ქალი, რასაც ევროპული ინსტიტუტები "რუსულ კანონად" რაცხავენ. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გაუგებარია.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ჩვენს აღქმაში, ევროპა ნიშნავს პირველ რიგში გამჭვირვალობას, ტრადიციულ და ქრისტიანულ ფასეულობებს.

"ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც აწესრიგებს უმარტივეს რამეს, რომ კაცი უნდა იყოს კაცი და ქალი უნდა იყოს ქალი. კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს ქალი და ამასაც გვიცხადებენ "რუსულ კანონად". ეს არის კიდევ ერთი აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა. არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპა ასოცირდებოდეს გამჭვირვალობასთან და ლგბტ პროპაგანდასთან. ეს არასწორია. ეს არ წაადგება ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში. ჩვენს აღქმაში, ევროპა ნიშნავს პირველ რიგში გამჭვირვალობას, ტრადიციულ და ქრისტიანულ ფასეულობებს.

საუკუნეების მანძილზე ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ფასეულობები და კულტურა", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს როცა ამის საპირისპიროდ გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი ქრისტიანობის საპირისპირო მოვლენაა, ეს მიუღებელია.

საქართველოს პარლამენტმა ანტი ლგბტ კანონი მიიღო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები