"ქართველებო, ეს თქვენი ბოლო შანსია" - ასე ეხმიანება ლიეტუვის სეიმის წვერი და ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, ახლა წყდება საქართველოს დასავლური მომავალი.
"თუ თქვენ დაიცავთ თქვენს თავისუფლებასა და ევროპულ არჩევანს დღეს, მაშინ გადაარჩენთ ტრანსატლანტიკურ დასავლეთში თქვენს ხვალინდელ დღეს. თუ ბრძოლის შეგეშინდებათ, ხვალ დამოუკიდებელი საქართველო დასრულდება და რუსული წარსული დაიწყება", - წერს პავილიონსი X-ზე.
Georgian people, this is your last stand. If you defend your freedom & European choice today, you will save your tomorrow within transatlantic West. If you are afraid to fight today, it will be the end of independent Georgia tomorrow and the beginning of very russian past 🇱🇹❤️🇬🇪 pic.twitter.com/znVZZhKAC7
— ŽygimantasPavilionis🇱🇹🇺🇦🇪🇺🇺🇸🇹🇼🇮🇱 (@ZygisPavilionis) November 29, 2024