ქართველებო, ვიცით, რომ თქვენ არ დანებდებით, ასე რომ, არც ჩვენ დავნებდებით, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, გზა გრძელი და რთულია.
„ქართველებო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, თქვენ ხართ ევროპელები. არავის შეუძლია, რომ ეს წაგართვათ. გზა გრძელი და რთულია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დანებდებით, ასე რომ, არც ჩვენ დავნებდებით“- წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.