ქართველი ემიგრანტები კალიფორნიაში Meta-ს სათავო ოფისთან, მენლო პარკში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი მეტი ყურადღების მოთხოვნით შეიკრიბნენ.
დემონსტრანტები განმარტავენ, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა კომპანიის პოლიტიკის სამართლიანი და დროული აღსრულებისთვის განსაკუთრებულ მოდერაციას და დამატებით რესურსებს საჭიროებს.
დემონსტრანტებმა Meta-ს ოთხი ძირითადი მოთხოვნა წარუდგინეს:
- დარღვევების დროული მანუალური გამოძიებისთვის საქართველოსთვის დამატებითი ადამიანური რესურსების გამოყოფა;
- საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობების კოორდინირებული ჯგუფების გამოძიება;
- არაავთენტიკური ანგარიშების გაძლიერებული მონიტორინგი და ყალბი მომხმარებლების გამოვლენაზე მეტი ფოკუსირება;
- სამომავლო თანამშრომლობისას ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან წამების დოკუმენტირებული შემთხვევების გათვალისწინება;
ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ Meta მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს და ქართულ საზოგადოებას Facebook-ზე პოლიტიკური დისკუსიის სამართლიანად და თავისუფლად წარმართვის საშუალება ექნება.