მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველი ხალხი არ დანებდა. ახალი ევროკომისია პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას" - მარკო მიჰკელსონი

ესტონეთ

თავისუფლების მოყვარულმა ქართველმა ხალხმა გასულ ღამეს აჩვენა თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში, რომ ისინი არ აპირებენ ქვეყანა დაუთმონ რუსეთს და თვითაღიარებულ დიქტატორულ რეჟიმს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, მარკო მიჰკელსონი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირმა ახლა უიმედოდ კი არ უნდა შეაქციოს ზურგი საქართველოს, არამედ უნდა აჩვენოს თავისი მხარდაჭერითა და ქმედებებით, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა ღირს.

"რუსული იმპერიალიზმი რამდენიმე ფრონტზე მიიწევს წინ. საქართველო ერთ-ერთი ფრონტის ხაზია. თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ თავისუფლება ევროპაში და აღვადგინოთ ხანგრძლივი მშვიდობა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველას, ვინც მზად არის იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის.

ქართველი ხალხი არ დანებდა. ახალი ევროკომისია ახლა პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას", - წერს ესტონელი პოლიტიკოსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები