ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და მოუწოდებს, ძლიერები დარჩნენ.
მისი განცხადებით, ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის.
„თავისუფლების სული უტეხია. დღეს, ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის, როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ ბალტიის გზაზე, საბჭოური ციხიდან თავის დასაღწევად. ძვირფასო ქართველებო, იყავით ძლიერები - ლიეტუვა თქვენთანაა“, - განაცხადა კესტუტის ბუდრისმა.
FM @BudrysKestutis: The spirit of freedom is unbreakable. Today, the people of #Georgia stand in the #ChainOfUnity for democracy&their European future, like 🇱🇹🇱🇻🇪🇪 stood hand in hand in the Baltic Way to break away from Soviet prison. Dear Georgians, stay strong - 🇱🇹 is with you!
— Lithuania MFA | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) December 28, 2024
საქართველოში პროევროპული პროტესტი გრძელდება. დღეს, უწყვეტი აქციების ერთი თვის თავზე, ქვეყანაში ერთობის ჯაჭვი შედგა.